Mandevila

 

მრავალწლიანი ბუჩქოვანი მცენარეა. სჭირდება ძალიან ნოყიერი ნიადაგი, სასუქი სჭირდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ (ფოსფორი ან რომელიმე წყლის ხსნადი სასუქი).

საჭიროებს კარგ სადრენაჟო სისტემას. არ უხდება მზის პირდაპირი სხივები, მზე საჭიროა ცოტა რაოდენობით. სინათლე კი ძალიან უყვარს.

მას არ უყვარს სიცივე. ტემპერატურა არ უნდა იყოს 18 გრადუსზე ქვემოთ. 9 გრადუსზე კი მცენარე კვდება, ამიტომ ზაფხულში იყოს გარეთ.

რეგულარულად მოვაცილოთ მკვდარი ფოთლები და ყვავილები.

Category: