ორქიდეა

 

მრავალწლიანია. მას უყვარს სიმყუდროვე. მაღალი ტენიანობა. უნდა მოირწყოს 10-15 დღეში ერთხელ, მორწყვისას მისი ქოთანი წყლიან ჭურჭელში უნდა ჩაიდგას.

ყოველ მეორე მესამე მორწყვაზე საჭიროა წყალში გავურიოთ სპეციალურად ორქიდეებისათვის განკუთვნილი სასუქი, ან ჩვეულებრივი სასუქის ნახევარი დოზა.

ქოთანი წყალში 20 წუთამდე უნდა გავაჩეროთ, შემდეგ ამოვიღოთ და ნათელ ადგილას დავდგათ. სიცხეში ხშირად მოვრწყოთ, სიცივეში შედარებით იშვიათად.

შეგვიძლია მისი ფოთლები დავნამოთ კიდეც. მას არ უხდება შუადღის მზის სხივები. იდეალური ტემპერატურაა 18-24 გრადუსი.

კარგია თუ ჩავუმატებთ ქოქოსის გამომშრალ ნაწილებს. გადარგვიდან 7 დღის განმავლობაში არ მორწყოთ. გადარგვისას მოაჭერით დაჩუტული ფესვები ფრთხილად.

კატეგორიები: